8 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება.

12:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართება (Theatre Factory 42)

19:00 საათზე – პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

19:00 საათზეა ასევე დაგეგმილი დავით აღმაშენებლის მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნამდე.

20:00 საათზე – აქცია საქართველოს პარლამენტთან.

რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით – „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“

ახალციხეში, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან – „არა რუსულ რეჟიმს!“

ბათუმში, 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან – „სამშობლოს სამსახურში!“

ზუგდიდში, 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, „ბრძოლა გამარჯვებამდე“.

თელავში, 18:00 საათზე, მერიის წინ, „უწყვეტი პროტესტი თელავში“

ქუთაისში, 18:00 საათზე, თეთრი ხიდიდან „ემიგრანტების ოჯახების მარში!“ იმართება.

ხოლო 19:00 საათზე, ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი.

ხაშურში, 18:00 საათზე, „ბიბლუსთან“ აქცია „ცეცხლი ოლიგარქიას!“

გურჯაანში, 15:00 საათზე, მერიასთან საპროტესტო აქცია!