ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასთან ერთად სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და გაღრმავება, რადგან ეს არის სწორედ ის საერთაშორისო წნეხი, რომელიც ივანიშვილსა და მის გარემოცვას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ის ამას დიდხანს ვერ გაუძლებს. ის ჩვენს პროტესტთან ერთად გამოიღებს შედეგს და მოუწევს ძალაუფლების დათმობა, რათა ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ამ ქაოსიდან ქვეყანა გამოვიდეს და დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზას – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.