„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, ადვოკატები წარადგენენ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო, მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა.
2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებას წინ უსწრებდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რაც საპროტესტო სტიკერის გაკვრას მოჰყვა. უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე, დააკავეს სისხლის სამართლის წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მზია ამაღლობელის უფლებების დამცველების ერთობლივ შეფასებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ