საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში  ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან.

„მიუნხენში ჩატარდება შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.