რუსეთმა კვლავ უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. ასეთი თავდასხმები სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე მიუღებელია, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X–ზე წერს.
შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა განახორციელეს. რის შედეგადაც განადგურებული მე-4 ენერგობლოკის საფარი დაზიანდა, რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს.