„ჰამასი“ ამზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს, – ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ მზად ვართ მეორე ეტაპისთვის, რომლის დროსაც ტყვეების ერთბაშად გაცვლა მოხდება შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გამოიწვევს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ღაზადან ჯარების სრულ გაყვანას“, – აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს მოხდა შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, „ჰამასი“ შაბათს ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხუთშაბათს კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარს გადასცემს.