უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გააკეთა რუსეთთან დაკავშირებით. მისი თქმით საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადაგმა იმისთვის, რომ დამკვიდრდეს მშვიდობა. ზელენსკიმ კონკრეტულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებულ ყოველ ორ დოლარზე ვიღებთ თითქმის ათი დოლარის ზარალს რუსეთისთვის. ეს არის აუცილებელი დინამიკა: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ომი დასრულდეს.
„უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს – ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა – ღირსეული იმ ერისთვის, რომელიც ასე მამაცურად იცავს თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.