საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:
”ძვირფასო მგზავრებო!
გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
22 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი
22 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი
22 თებერვალი -რიონი-ქუთაისი-რიონი
23 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი
23 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.”- აღნიშნულია განცხადებაში.