კიევში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, ბალტიის ქვეყნების, ჩრდილოეთ ევროპის, ესპანეთისა და კანადის ლიდერები ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ესტონეთის პრემიერ-მინისტრზე, კრისტენ მიხალზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიხალმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ კიევში ჩავიდა ნორდიკულ-ბალტიის რვიანის, კანადის, ესპანეთისა და ევროკავშირის ლიდერებთან ერთად.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინამ მსოფლიოს გამძლეობის ნამდვილი მნიშვნელობა აჩვენა. მშვიდობის პირობები მხოლოდ უკრაინამ უნდა განსაზღვროს, ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ ეს მოითხოვს მოქმედებას. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი მხარდაჭერა ახლავე”, – წერს ესტონეთის პრემიერი.
ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კი სოციალურ ქსელი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა კიევში ჩავიდნენ,
„რუსეთის სასტიკი შეჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა. გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე. ეს არის ევროპის ბედი“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
როგორც ფოტო და ვიდეო მასალებიდან ჩანს, უკრაინაში ჩასულ სტუმრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ.