1929 წლის 24 ოქტომბერი პლანეტა დედამიწაზე მაშინ გაბატონებული‘’დიდი დეპრესიის’’ პირველი დღეა. მას ‘’შავ სამშაბათსაც’’ უწოდებენ. საფონდო ბაზარი ერთ დღეში, ერთბაშად 10 მილიარდი დოლარით   ჩამოიშალა. ეკონომიკური რეცესიის პროცესი სულ 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.  

 ‘დიდ დეპრესიადწოდებული პროცესის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია.სადაც ის 1923 წელს ჩვეულებრივ ეკონომიკურ რეცესიად მიიჩნიეს. რეცესია კი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა 1933 წლის პირველ ნახევრამდე.  

 კრიზისი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობას, საწარმოებს და მძიმე მრეწველობას შეეხო. ნიუიორკის ბირჟის გაკოტრებამ არც საქმიან ადამიანებს აუარა გვერდი, ბოლო მოუღო მათ დანაზოგებს, კაპიტალდაბანდებებსა და გასაღების ბაზარს. სწრაფად განვითარებული საავტომობილო ინდუსტრიაც შესაბამის შედეგამდე მივიდა და ავტომობილების გაყიდვა 65%-ით დაეცა. 1929 წლიდან 1932 წლამდე სოფლის მეურნეობის შემოსავლები 70%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი ზარალი კი ბამბის, თამბაქოს და მარცვლეული კულტურების მწარმოებლებმა განიცადეს.

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბანკები თავის ნებაზე მიუშვა და ჩასაძირად გაწირა, რადგან უუნარო იყო, ამ მდგომარეობაში რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. საბანკო სექტორმა სრული კატასტროფა განიცადა 1930 წელს 1352 ბანკი დაიხურა, ხოლო სამი წლის შემდეგ ეს ციფრი 4004-მდე გაიზარდა. ოქროს ფასი ძირეულად შეიცვალა დოლარის მიმართ. იმ წელს ქვეყანაში უმუშევრობამ 13 მილიონს მიაღწია.

მკვეთრად იმატა სუიციდის შემთხვევებმა  – 1920-28 წლებში 100 000 სულზე – 12.1 შემთხვევიდან 1929 წელს ყოველ 100 000 სულზე 18.1 შემთხვევა.

 შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა შეძლო ამ მდგომარეობას გარკვეულწილად გამკლავებოდა. მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. დიდი ქალაქების გარეუბნებში ახალი, ღარიბული კვარტალები გაჩნდა. 1933 წლის თებერვალში მიჩიგანის შტატში 8 დღით დაიხურა ბანკები, რადგან დეტროიტის ცენტრალურმა ბანკებმა ვერ შეძლეს დავალიანებების გადახდა. აღშფოთებული ხალხი ბანკებს მიაწყდა.

რესპუბლიკური პარტიის ადმინისტრაციამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად წამოწყებულ ეკონომიკურ პოლიტიკაში მარცხი განიცადა. 1931 წელს ეკონომიკის გაკოტრებულმა სექტორებმა და ხელფასების შემცირებამ შეამცირა მოსახლეობის მყიდველობითი უნარი და წარმოქმნა შეუსაბამობა მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის. მყიდველის არარსებობის გამო ბაზარზე უამრავი საქონელი მოზღვავდა. ”დესპოტადმონათლულმა პრეზიდენტმა ჰუვერმა პოპულარობა დაკარგა. ახალ კვარტალებსჰუვერვილებსეძახდნენ, ხოლო გაზეთებს – ”ჰუვერის საბნებს”.

1933 წლის 4 მარტს ამერიკის პრეზიდენტი გახდა ფრანკლინ დელანო რუზველტი. პერიოდი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში დიდი დეპრესიის სახელითაა ცნობილი. რუზველტის როგორც ახალი პრეზიდენტის დღის წესრიგის მთავარი ამოცანაც ამ კრიზისთან გამკლავება იყო. 

ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეს არის თავად შიშიამბობდა რუზველტი.რომელიც თვლიდა რომ უმეშევრებისათვის არა უფასო ულუფა,არამედ სამუშაო უნდა მიეცა.

 პრეზიდენტობის პირველი 100 დღის მანძილზე 1933 წლის მარტიივნისი რუზველტმა კონგრესს თავისი საპრეზიდენტო პროგრამისახალი კურსისგასატარებლად მრავალი კანონ პროექტი მიაწოდა, მან დააფუძნა სამთავრობო ორგანიზაციები,..”სააგენტოებირომელტაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაუსახა.

ფრანკლინ დელანო რუზველტმა  ახალი ეკონომიკური ხაზის გატარების საშუალება ხელიდან არ გაუშვა და პოლიტიკურ საქმიანობაში დანერგა ფრაზა: try something -სცადე რაიმე. შედეგად,  სულ მალე, 1933 წელს, ამოქმედდა პროგრამა new deal – ახალი კურსი, რაც ეკონომიკურ რეორგანიზაციაში ფედერალური მთავრობის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობდა. ბევრ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით, გერმანიასა და იაპონიაში, ამ დროს მძიმე მრეწველობის განვითარება იარაღის წარმოებით დაიწყეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს ქვეყნები მორიგი ომისთვის ემზადებოდნენ, ამ ვითარებაში ამერიკის გამოსვლა ეკონომიკური კრიზისიდან ახალ საერთაშორისო კონფლიქტში ჩართვის მაუწყებელი შეიძლებოდა გამხდარიყო.

შეერთებულ შტატებში კი საკანონმდებლო დონეზე მოხდა სახელმწიფოს კონტროლის ჩართვა ეკონომიკის ყველა მიმართულებით ( ფინანსური და საბანკო სექტორი, წარმოება, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა ). სოციალური პროგრამა ითვალისწინებდა ყველაზე დასუსტებული ფენის დახმარებას და მათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ჩართვას გზების, არხების, ხიდების, ჰესების, ქარხნების მშენებლობა . ამ პროგრამით მოხდა 4 მილიონამდე ადამიანის დასაქმება, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დეპრესიის შემსუბუქებაში.

რუზველტის მეთოდს კრიტიკაც დაატყდა თავსსახელმწიფოს ჩარევამ განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის სფეროებში შეამცირა თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები კორპორაციებს შორის. შემუშავდა .. სამართლიანი კონკურენციის 557 ძირითადი და 189 დამატებითი კოდექსი, რაც პირდაპირი ჩარევა იყო კაპიტალისტური ეკონომიკის სისტემაში. შედეგად, სოციალური დაცვა პრიორიტეტული გახდა. სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა, ხანდაზმულთა, შშმ პირების და უქონელთა მოვლა. ეს იყო სოციალიზმი კაპიტალიზმში. ფედერალური ხარჯები სოციალურ პროგრამებზე ორჯერ გაიზარდა.

მოგვიანებით, 1937 წელს, თეოდორ რუზველტის მთავრობამ მკვეთრად შეამცირა ხსენებული ხარჯები, რის გამოც ქვეყანა ახალ, 1937-1938 წლების რეცესიაში ჩაიძირა.

დიდი დეპრესიის დასრულება დაიწყო მე-2 მსოფლიო ომის დაწყებისთანავე და მისი დამსახურებითმკვეთრად გაიზარდა სამხედრო შეკვეთები.      სლოგანიახალი კურსიშეცვალა სლოგანმამოიგე ომი

თუმცა, მიუხედავად გაზრდილი შემოსავლებისა, ქვეყანა კრიზისამდელ მაჩვენებლებს მხოლოდ 25 წლის შემდეგ დაუბრუნდაამერიკული ბირჟის ინდექსის ,, Dow Jones’’ – მაჩვენებელმა პირველად 1954 წელს გადააჭარბა 1929 წლის მაჩვენებელს.

ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით ეკონომიკური რეცესია არ იყო კრიტიკულად მწვავე დიდ ბრიტანეთში 1930 წლამდე. საფრანგეთმაც შედარებით დაბალი დონის ეკონომიკური ვარდნა

გერმანული ეკონომიკა კრიზისში 1928 წლის დასაწყისში გადაეშვაევროპის კონტინენტზე გერმანია გახდა ის სახელმწიფო, რომლის ეკონომიკური რეცესიაც თითქმის გაუტოლდა ამერიკის მასშტაბს

 ლათინური ამერიკის ქვეყნები კრიზისში აღმოჩნდა 1928-1929 წლებში. კონტინენტზე არგენტინა და ბრაზილია ყველაზე ნაკლებად განიცდიდნენ მწვავე პრობლემებს. იაპონიას კი დიდი დეპრესია ნაკლებად და შედარებით ხანმოკლე პერიოდით შეეხო