„სესხი თვითდასაქმებულებისთვის“- კომპანია „ევრო კრედიტის“ მიერ შეთავაზებულ სერვისზე მოთხოვნა და პროდუქტის მიმართ ინტერესი მომხმარებლის მხრიდან მზარდია. – ამის შესახებ რადიო „ მაესტროს“ გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი კომპანია ევროკრედიტის საოპერაციო დირექტრმა სალომე გიორგბერიძემ განაცხადა.

როგორც სალომე გიორგბერიძემ გადაცემაში აღნიშნა, სერვისმა, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ თვითდასაქმებულებს შესთავაზა, დიდი დაინტერესება გამოიწვია, როგორც ტაქსის მძღოლებში , ასევე საკურიერო სფეროშიც. რადგან სერვისით სარგებლობა მათაც შეუძლიათ, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს სკუტერი ან აიღოს სესხი უზრუნველყოფის შემთხვევაში.

„ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიცოდეთ რა სურს მომხმარებელს და რაზე აკეთებს აქცენტს, ამიტომ დროთა განმავლობაში ჩვენი სერვისები ფართოვდება, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ბაზარზე გამოიკვეთა სეგმენტი – თვითდასაქმებულების, რომლებსაც დადსატურებული ფიქსრებული შემოსავალი არ ჰქონდათ . მაგალითად ტაქტის მძღოლები, პედაგოგები, ძიძები, კურიერები ასეთი სეგმენტისთვის ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური პროდუქტი, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა სესხს ტაქსის მძღოლებისთვის. ძალიან ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ სკუტერის სესხი ამ სფეროში დასაქმებულებისთვის. ვფიქრობ ძალიან კარგი შეთავაზება გვაქვს არამარტო სკუტერის უზრუნველყოფით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის, არამედ მათთვისაც ვისაც შეძენა სურს და საჭიროებს გარკვეულ თანხას. თვითდასაქმებულების სესხის შემთხვევაში თანხა 50 000 ლარამდე გაიცემა, ხოლო სკუტერის შემთხვევაში 4000 ლარამდე.” – განაცხადა “ევრო კრედიტის” საოპერაციო დირექტრმა სალომე გიორგბერიძემ.