პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე ლონდონში გამართულ სამიტს აფასებს .  ‘’ევროპამ გაიღვიძა’’ წერს ის. მისი თქმით ევროპელი ლიდერები იყვნენ ერთიანნი უკრაინის დახმარების საკითხში, ასევე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დასავლეთ საზღვრის გაძლიერებაში.

 

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი კი აცხადებს, რომ  არ შეიძლება უკრაინაში მიღწეული მშვიდობა იყოს ხანმოკლე. 

 

“ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები იმის შეფასებაში თუ რას გვთავაზობენ, განსაკუთრებით მთავარ კითხვაზე საპასუხოდ: შევძლებთ თუ არა მშვიდობის შენარჩუნებას? სამწუხაროდ ჩვენ ვართ მოწმეები იმ პროცესების, თუ როგორი იყო ვითარება წარსულში.’’- განაცხადა იტალიის მთავრიობის მეთაურმა. 

 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ნატოში კვლავ მთავარია უსაფრთხოების კუთხით ამერიკაში, კანადასა და ევროპაში.  მისი თქმით, ბოლო წლებში ალიანსი ძლიერდებოდა ახალი წევრების ხარჯზე და ასევე თავდაცვის ფონდის ზრდით.კანცლერი აცხადებს, რომ  ეს კურსი მომავალშიც შენარჩუნდება.