უკრაინის პრეზიდენტის,ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კრივი-რიჰის სასტუმრო დაიბომბა,რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმის მომენტში სასტუმროში ჰუმანიტარული ორგანიზაციის მოხალისეები იმყოფებოდნენ,მათ შორის უკრაინის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები. ისინი გადარჩნენ,რადგან  დროულად მოახერხეს თავიანთი ოთახების დატოვება. 

თავდასხმის შედეგად  30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა,მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც. დაზიანებულია სასტუმროს მიმდებარე შენობებიც. 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლებს,სამედიცინო პერსონალსა და მაშველებს,რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ გადარჩენილთა დასახმარებლად. 

„იმისთვის, რომ ეს ომი და ტერორი შეჩერდეს, რუსეთზე ზეწოლის დაპაუზება არ შეიძლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.