ტერმინის – “პანდემია’’ ზუსტი სამეცნიერო განმარტება არ არსებობს, თუმცა პანდემია ბერძნული სიტყვა pandemos-იდან მიმდინარეობს სადაც pan ნიშნავს “ყველას,” demos კი “მოსახლეობას.”და მისი გამოცხადების გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იღებს.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემია დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე მიუთითებს და არა მის სიმძიმეზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას ასე განმარტავს: “პანდემია ახალი დაავადების გავრცელებაა მსოფლიოს მასშტაბით.” დაავადების მდგომარეობა, როდესაც ის სწრაფად ვრცელდება მოსახლეობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტ-ნაკლებად ერთდროულად.

პათოგენის გავრცელება მოსახლეობაში, მოიცავს ხუთ ზოგად აღწერილობას.

ენდემურია ინფექცია, რომელიც დროთა განმავლობაში შედარებით სტაბილური რჩება და აინფიცირებს მოსახლეობის პროგნოზირებად რაოდენობას საკმაოდ კარგად შესწავლილი გზებით.

ინფექციის აფეთქება არის მდგომარეობა, როდესაც ლოკალიზებულ რეგიონში ხდება დაავადების უცაბედი, სწრაფი გავრცელება. მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში საგრძნობლად გაიზარდა ებოლას ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, დაავადება შეკავდა და არ მიიღო ეპიდემიის ხასიათი.

დაავადების ფართოდ გავრცელებას უფრო ვრცელ რეგიონებში, ეპიდემიას უწოდებენ. მაგალითად, ეპიდემია იყო ებოლას გავრცელება დასავლეთ აფრიკაში 2013-2016 წლებში.

მას შემდეგ, რაც ცხადი ხდება, რომ ეპიდემიას მთელ მსოფლიოში გადაადგილებისა და გავრცელების უნარი აქვს, უკვე შესაძლებელია მისი პანდემიად შეფასება.

მსოფლიო ისტორიაში ბოლო პანდემია კორონავირუსის პანდემიაა, რომლის პირველი შემთხვევებიც 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა. გასული წლის ბოლოს მისი გამოჩენის შემდეგ, ვირუსი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე გავრცელდა.