საუკუნეების წინ, მაშინ როდესაც მსოფლიო საფოსტო სისტემა არ იყო თანამედროვეს მსგავსი, კაცობრიობა გზავნილის გადაცემის განსხვავებულ ხერხებს იყენებდა.
თვლიან, რომ საზღვაო გზით ბოთლში გზავნილების მოთავსება ხერხებს შორის ერთ-ერთი იყო. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ღია ზღვაში წერილების გაშვების იდეა ფილოსოფოსს – თეოფრასტს ეკუთვნის. ამგვარად ჩვენ წელთ აღრიცხვამე მეოთხე საუკუნეში ფილოსოფოსი საზღვაო გზით გაგზავნილი წერილების საშუალებით ცდილობდა დაედგინა ხმელთაშუა ზღვის დინების მიმართულება.
ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ გზავნილების გადაცემის ამგვარი მეთოდი დროის უზარმაზარ რესურსს იყენებდა. შესაბამისად წერილის ავტორები დასახულ მიზანს იშვიათად აღწევდნენ. ამგვარი კარგი ისტორიული მაგალითია 1794 წლის მოვლენა, როდესაც იაპონელმა მეზღვაურმა ჩუნოსუკ მაცუიამა ეკიპაჟის 43 წევრთან ერთად შტორმში მოყვა. უამინდობას გადარჩენილმა მეზღვაურებმა თავი წყნარი ოკენის ერთ-ერთ კუნძულს შეაფარეს, თუმცა ზუსტი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოახერხეს. საკვების გარეშე დარჩეილმა ეკიპაჟმა დახმარების თხოვნით წერილი მოათავსა ბოთლში და ოკენეში გაუშვა. ბოთლი 150 წლის შემდეგ იაპონიის ერთ-ერთ სოფელში იპოვნეს, მანამდე მეზღვაურების ბედი გაურკვეველი იყო.
ისტორია კარგად იცნობს შოტლანდიელ კაპიტან ბრაუნსაც, რომელმაც 1914 წელს ზღვაში გადააგდო ბოთლი წერილით. მოგვიანებით კი განაცხადა რომ მისი გზავნილის მპოვნელს 6 პენსს გადაუხდიდა. გზავნილი 97 წლის შემდეგ შოტლანდიური გემის «Copious»-ის კაპიტანმა ენდრიუ ლიპერმა ოპოვნა.
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით კაპიტან ბრაუნის წერილი ყველაზე ძველი ისტორიული არტეფაქტია, რომელიც ამ მეთოდით გაიგზავნა მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში.
ბოთლი წერილით ისტორიას შემორჩა ლაინერ ტიტანიკიდანაც.
წერილის ავტორი 19 წლის ჯერემია ბურკია, რომელსაც ლაინერზე ასვლის წინ დედამ ნაკურთხი წყალი უსახსოვრა. მაშინ როდესაც ლაინერმა ჩაძირვა დაიწყო ჯერემიამ წერილი სწორედ ნაკურთხი წყლის ბოთლში მოათავსა. ‘’ტიტანიკიდან გემშვიდობებით ყველას.’’ არტეფაქტი ოჯახში საუკუნის განმავლობაში ინახებოდა, ვიდრე წერილი 2011 წელს საჩუქრად გადაეცემოდა ირლანდიაში ქოუბის მემკვიდრეობის მუზეუმს.
1915 წელს ნიუ იორკიდან ლივერპულში მიმავალ ლაინერზე იმყოფებოდა მგზავრი, რომელიც ისტორიაში ერთადერთი დაუსრულებელი წერილის ავტორი გახდა. ბოთლში მოთავსებულ გზავნილში ეწერა: ‘’ ვარ ჯერ კიდევ ბორტზე რამდენიმე ადამიანთან ერთად. უკანასკნელმა ნავებმა დაგვტოვეს. გემი სწრაფად იძირება. ჩემს გარშემო რამდენიმე ადამიანი ლოცულობს. აღსასრული ახლოსაა. შესაძლოა ეს ბარათი ….’’
ათწლეულების გასვლა არ დასჭირდა 2005 წელს ეკვადორისა და პერუს მიგრანტების ბოთლის გზავნილის აღმოჩენას. მაშინ დაახლოებით 80 ადამიანი ამერიკის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას ცდილობდა. შტორმმა მათი ნავი დააზიანა. სასოწარკვეთილმა მიგრანტებმა, ბოთლში მოათავსეს წერილი სადაც დახმარებას ითხოვდნენ. ბოთლი კი კოსტა რიკის სანაპიროზე მეთევზემ იპოვნა, მიგრანტების გადარჩენა მოხერხდა.
2018 წელს ტონია ილმენი ავსტრალიაში სანაპიროზე სეირნობდა, სადაც მან წერილიანი ბოთლი იპოვნა. გზავნილი 1886 წლის 12 ივნისით თარიღდება. აღმოჩნდა, რომ 1864-დან 1933 წლის პერიოდში გერმანული გემები გზავნილიან ბოთლებს ღია ზღვაში უშვედბნენ, წერილში მითითებული იყო, თარიღი, გეოგრაფიული კოორდინატები ასევე აღებული მიმართულება. წერილი მის მპოვნელს სთხოვდა, ფურცელზე მიეთითებინა სად და როდის აღმოაჩინა გზავნილი. გერმანიის საზღვაო მუზეუმმა ტონია ილმენის აღმოჩენა საკუთარ გალერეაში გამოფინა.
ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთის დედოფალს ბოთლის წერილებით მიღწეულ წარმატებებს ატყობინებდა. ბევრი მათგანი დინებების წყალობით მართლაც აღმოჩნდა სამეფო კარზე. 1852 წელს კოლუმბის ერთ-ერთი წერილი გიბრალტარის სრუტეში ამერიკული ლაინერის კაპიტანმა იპოვნა.
ინგლისში 1950 წლიდან მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმადაც ის ადმიანი ვინც ნაპირზე ბოთლში მოთავსებულ წერილს დამოუკიდებლად გახსნიდა სიკვდილით დაისჯებოდა. სამეფო კარზე არსებობდა სპეციალური თანამდებობაც. პირველმა თანამდებობა ელისაბედ პირველის კარზე ტომას ტონფილდმა დაიკავა. მუშაობის პირველ წელს მან 52 ბოთლი გახსნა. არსებობს ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ როდესაც ტონფილდი წერილით დედოფალს მიმართავდა ის ეკითხებოდა: ‘’აბა რას გვწერს ნეპტუნი?’’
ბოთლით დინებას წერილებს მხოლოდ კატასტროფის დროს არ აგზავნიდნენ. 1957 წელს 22 წლის შვედმა მეზღვაურმა აკე ვიკინგმა დინებას გააყოლა წერილი, რომელიც რამდენიმე ენაზე დაწერა. ის მპოვნელს სთხოვდა რომ გაეგზავნა მისი ფოტო. წერილი 16 წლის პაოლინა პუცოს ბიძამ სიცილიელმა მეთევზემ იპოვნა. მალე მათ ერთმანეთთან კომუნიკაცი წერილობით გააგრძელეს. საბოლოოდ კი დაქორწინდნენ. ,
ბოთლით წერლის გაგზავნაზე წერდნენ ისეთი ცნობილი ავტორები როგორებიც იყვნენ ჟიულ ვერნი, ედგარ ალან პო, ვიქტორ ჰიუგო და სხვები.