უძველესი საყურე შუამდინარეთში აღმოაჩინეს და ის 4500 წლისაა – მეტალის ან სხვა, მასალისგან დამზადებული რკალი, რომელიც ყურის ბიბილოში გაკეთებულ ნახვრეტში მაგრდება. შუამდინარეთში ნაპოვნი საყურე, სავარაუდოდ, ჯარისკაცებს ეკუთვნოდა და ერთგვარ ნიშანს, კუთვნილებას წარმოადგენდა ამა თუ იმ ჯარისადმი.
პირველი საყურე უძველეს აზიაში 7 ათასი წლის წინათ კეთდებოდა. უძველესი ეგვიპტელებისთვის და ასირიელებისთვის საყურე მაღალი სოციალური ფენის გამომხატველი იყო. ძველ რომში კი საყურეს როგორც წესი მონა ატარებდა.
ძველი ეგვიპტე, ანტიკური სამყარო, შორეული აღმოსავლეთი თუ ინდოეთი, ყველა კულტურა თავისებურად ავითარებდა საყურის სხვადასხვა კონცეფციებს. ინდოეთში ის რელიგიურ სექტებს გულისხმობს და ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს ყურებს ადრეულ ასაკშივე უხვრეტენ. აფრიკის ზოგიერთ ტომში ყურის გახვრეტა ყმაწვილების ინიციაციას უკავშირდება. პოლინეზიაში როგორც ქალების, ისე მამაკაცების შეისრულ საყურეებს ნიჟარებისაგან ამზადებდნენ, რასაც ევროპელი კოლონიზატორები გვიან შუასაუკუნეებში სიველურის გამოხატულებად აღიქვამდნენ. გახვრეტილი ყური ასევე სიმბოლური დატვირთვის მატარებელი იყო მეზღვაურებისთვის. ევროპელი მეზღვაურებისთვის გახვრეტილი ყური ნიშნავდა იმას რომ მეზღვაურმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. ქრისტიანი მეზღვაურები კი ოქროს საყურის რგოლს იმიტომ ატარებდნენ, რომ ზღვაში მათი დაკარგვის შემთხვევაში შემდგომში ნაპოვნი მეზღვაურები ქრისტიანული წესით დაეკრძალათ.
ანტიკური საყურეების კეთების ტენდენცია ძირითადად ქალთა ვარცხნილობას მისდევდა. შუა საუკუნეებში ძირითადად გავრცელებული იყო საშუალო ზომის საყურე, რომელიც ცრემლის ფორმის მარგალიტის საკიდს წარმოადგენდა. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი „მოდაში” შემოვიდა დიდი ზომის საყურე, ეგრეთ წოდებული ჭაღი, რომელიც მაღლა აწეული ვარცხნილობის და ბაროკოს ეპოქის პარიკების შესაფერისი იყო.
განსხვავებულ, მნიშვნელოვან აზრს ატარებდა საყურე კაზაკებში. მარცხენა ყურზე საყურეს ატარებდნენ მარტოხელა დედების შვილები, მარჯვენაზე_ მშობლების ერთადერთი შვილები. ორივე ყურზე ატარებდნენ თავისი გვარის უკანასკნელი წრმომადგენლები, გვარის მარჩენელები და მისი გამგრძელებლები.
რუსეთში ჩვეულებრივი ხალხი ხის საყურეებს იკეთებდა, გამყიდვლებს შეეძლოთ შდარებით ძვირი ვერცხლისგან დამზადებული საყურე ეტარებინათ. თავადთა ოჯახის წევრები მოიხმარდნენ ლალისა და ზურმუხტის საყურეებს.XII საუკუნემდე რაინდები იხვრეტდნენ ერთ ყურს.იმ დროში სამკაულს ეძახდნენ განმარტოებულებს ხოლო საყურის მატარებლებს_ მესაყურეებს.
საყურის ისტორია პარალელურად საქართველოშიც ვითარდებოდა.
ნიკორწმინდის ტაძრის ერთ–ერთ ფრესკაზე საყურეებიანი მამაკაცია დახატული. სავარუდოდ, ის რაჭის ერთ–ერთი ფეოდალი ბეჟან წულუკიძეა. XVII საუკუნის საქართველოში დიდგვაროვანი მამაკაცების ერთ–ერთი მოსართავი ძვირფასი საყურე ყოფილა.