“ყველა პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს თავად გადაწყვეტილებას. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, ამ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება. მჯერა, საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, სურვილის მიუხედავად, არ იქნება. სტატუს-კვო უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ფიქრი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაჭრით უარს აცხადებენ “ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებისთვის”.