სააგენტო ,,ფრანს-პრესის” ცნობით მიანმარში დაღუპულთა რიცხვი 1002-მდე გაიზარდა. მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 2376-ს შეადგენს.
„ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მათ შორის, გზები, ხიდები და შენობები, რამაც მსხვერპლი გამოიწვია და მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. ამჟამად დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ხუნტას განცხადებაში.
ცნობისთვის, 28 მარტს, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.