„ღრმად შემაშფოთებელი ამბებია საქართველოდან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ ოპონენტებს არ აპატიმრებენ და არ ავიწროებენ. „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქართველებისთვის კოშმარია და ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზას აგრძელებს,” -ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდსტეტერი ავრცელებს,რითაც  პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება.