“საქართველო: შეშფოთებული ვართ შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას მიიღო, რომლებიც ზრდიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობის და სამოქალაქო სივრცისთვის არსებულ რისკებს, და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. საქართველოს მოვუწოდებთ, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები”, – ამის შესახებ განცხადებას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ავრცელებს.