კომპანიამ „ჯი პი პი“-მ ქართული ქათმის ხორცპროდუქტების წარმოება 2019 წელს კასპში – სოფელ ნოსტეში დაიწყო, რასაც დაუკავშირა სავაჭრო ნიშნის დასახელება ნოსტე. ნოსტეს მეფრინველეობის საწარმოები ქ. კასპში 50 ჰექტარზეა განლაგებული, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე (სოფლები: მეტეხი, ბარნაბიანთკარი, ახალქალაქი, ნოსტე, კავთისხევი), სადაც ბროილერის ჯიშის მეხორცული ქათმები იზრდება. კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ და კომპლექსურ საწარმოებს ფლობს, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს. საწარმოები სრულად აღჭურვილია ავტომატიზებული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ფრინველის ზრდისთვის საჭირო სუფთა და ჯანსაღ გარემოს. მეურნეობის ინფრასტრუქტურა მოწყობილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, შედეგად წარმოების ყველა პროცესი ხორციელდება მოდერნიზებული მეთოდებით.

ნოსტეს ქათმის ხორცპროდუქტების გამორჩეულ გემოს და კვებით ღირებულებებს განაპირობებს ფრინველისთვის მიწოდებული ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ნატურალური საკვები.  რაციონში არ ხდება არანაირი ცხოველური ცხიმების დამატება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას და უზრუნველყოფს  ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალი კვებითი ღირებულების ხორცპორიდუქტის წარმოებას.

ნოსტეს ფრინველის საკვები არის სრულად მცენარეული – საიდანაც ძირითად ნაწილს სიმინდი წარმოადგენს, ხოლო რაციონის მცირე ნაწილი შედგება სხვადასხვა მარცვლეულისგან რომლებიც მდიდარია მცენარეული ცილებით, მაგნიუმით, რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით. აღნიშნული წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტის წარმოების გარანტს. სწორედ მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისათვის კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP. სურსათის კონტროლის მექანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირება მომხმარებლისათვის ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციის მიწოდების გარანტიაა.

ამავდროულად, ნოსტეს წარმოება თანამონაწილეა ICARS (საქართველოს გარემოს დაცვისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის გადაწყვეტილების საერთაშორისო ცენტრი) პროექტის, რომელიც მიზნად ისახავს  მოხდეს ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირება ფრინველის საკვებში. აღნიშნული ემსახურება  ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარების შემცირებას და ხელს უწყობს ანტიბიოტიკების ეფექტურობის შენარჩუნებას რეალური საჭიროების შემთხვევაში, როგორც ფრინველებში, ასევე ადამიანებში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფრინველის საკვების საამქრო აღჭურვილია თანამედროვე საკვების შესანახი სილოსებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველის საკვები მარცვლეულის სისუფთავეს და მისთვის სათანადო ტენიანობის შენარჩუნებას. მიკრობიოლოგიური ანალიზი უტარდება ასევე ფრინველისთვის მისაწოდებელ სასმელ წყალს.

დაკვლამდე ფრინველს უტარდება მიკრობიოლოგიური ანალიზი და მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ხორციელდება მათი გადაყვანა სასაკლაოზე. საწარმოში მიმდინარე სრული პროცესი მკაცრად კონტროლდება ყოველდღიურად სურსათის უვნებლობისგან გამოყოფილი ვეტერინარის მიერ, რომელიც ნოსტეს საწარმოებში ადგილზე ახორციელებს მიმდინარე პროცესების დეტალურ კონტროლს.

ნოსტეს ყოველდღიურად ახალი ნედლი ხორცპროდუქტების შეძენა საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს შეუძლია მის ოთხმოცამდე საფირმო მაღაზიაში და ასევე პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში: გუდვილი, ფრესკო, კარფური.