„არის საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშებისა და შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ, რომელიც [განსახილველად] ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეცემა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის,საკანონმდებლო ორგანოში დაინიცირდა წინადადება „ლგბტ მარშებისა და შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ“, რომელიც განსახილველად ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეცემა.