აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე.
„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან. გვსურს, რომ ისინი შეჩერდნენ. არ მომწონს დაბომბვები. ისინი გრძელდება და გრძელდება. ყოველ კვირას იხოცება ხალხი, ათასობით ახალგაზრდა“, – განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს და ჯერჯერობით ეს საკითხები „ჰაერშია გამოკიდებული“.