„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გენერალურ პროკურატურას ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, ვინაიდან მელია კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის არ მივიდა, კომისიის ვალია, საქმე პროკურატურას გადაეცეს.
ამის შემდგომ კომისიამ კენჭისყრით ერთხმად გადაწყვიტა, რომ მელიას საქმე გადაიგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემდგომი რეაგირებისთვის დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეც გადასცეს. რაც შეეხება შემდგომი სხდომების გამართვას და დღის წესრიგს, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის მომდევნო სხდომა ორშაბათს განახლდება. .