საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
,,საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ.