,,გულსაკლავი კადრები სუმიდან დღეს დილით, სადაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ.რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა,”-ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.