„საქართველოს ბაზარზე ძრავის ანტიფრიზი სამუხრუჭე სითხის სახელით იყიდება”- მსუბუქი ავტომობილების დეტალების მაღაზია Detali.ge მომხმარებელს აფრთხილებს!
კომპანიის განცხადებაში განმარტებულია, რომ სამუხრუჭე სითხის ქილაზე უნდა იკითხებოდეს QR კოდი და შტრიხ კოდი და აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მწარმოებლის მისამართი. ასევე ის, თუ რომელ ქვეყანაშია დამზადებული პროდუქტი.
„Detali.ge გაფრთხილებთ, სამუხრუჭე სითხის შეძენის დროს ყურადღება გაამახვილეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. სამუხრუჭე სითხის ქილაზე უნდა იკითხებოდეს QR კოდი და შტრიხ კოდი, აუცილებლად უნდა იყოს მითებული მწარმოებლის მისამართი და რომელ ქვეყანაშია დამზადებული ის. ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე იყიდება პროდუქტი, რომელსაც აწერია სამუხრუჭე სითხე, თუმცა სინამდვილეში ძრავის ანტიფრიზია. ფაქტი დაუჯერებელია, თუმცა სამწუხარო სიმართლე.
უსაფრთხოების მიზნით გთხოვთ გადაამოწმეთ რა შეიძინეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ნამდვილად ხარისხიანი სამუხრუჭე სითხე იყიდეთ უმჯობესია ის ახალი სამუხრუჭე სითხით ჩაანაცვლოთ. ეს აუცილებელია როგორც თქვენი ავტომობილისთვის, ასევე თქვენი უსაფრთხოებისთვის. შეიძლება მუხრუჭებმა გიმტყუნოთ და დაზიანდეთ როგორც თქვენ – ასევე სხვა, Detali.ge გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას.“-აღნიშნულია განცხადებაში.
FB: Detali.ge