“ ფრონტზე, 20 აპრილის დილის 10 საათიდან, რუსების მიერ დაბომბვის სიხშირე და „კამიკაძე“ დრონების გამოყენების რაოდენობა გაიზარდა,”  – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის არმიის მხრიდან მხოლოდ FPV-ფრონების გამოყენება გაორმაგდა. სამხედროების ცნობით, საოკუპაციო ძალები ყველაზე აქტიურ ოპერაციებს პოკროვსკის და სევერსკის მიმართულებით ატარებენ. 12 საათის განმავლობაში რუსების მიერ 26 თავდასხმის ოპერაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სააღდგომო ზავის“ შესახებ გამოაცხადა, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტას 19 აპრილის საღამოდან 21 აპრილის შუაღამემდე.