„მგონია, რომ საფრთხე სავსებით რეალურია. როცა ასეთი რაღაც ხდება, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებას ეკისრება. კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების დამსახურება არ იყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა და იმ პროცესში ჩვენ ყველა ჩართული ვიყავით, რომ ეს [ვიზალიბერალიზაცია] საქართველოს მიეღო. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს, როგორც დიდი საჩუქარი და საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის დიდი პერსპექტივა. ფაქტობრივად, ევროპამ საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუღო კარი და აგრძნობინა, რომ ის ევროპის ნაწილია. ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში რომელიმე ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციას [საფრთხეს შეუქმნიდა], რომელიც წლების განმავლობაში შრომით იყო მოპოვებული – ამაში დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, ილია ჭავჭავაძის და ყველა ჩვენი დიდი წინაპრის შრომაც უნდა ვიგულისხმოთ. ყველაფერი ეს ქართულმა ოცნებამ ერთი ხელის მოსმით გადააგდო. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა ერთმნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებაზე“, დე ფაქტო ხელისუფლებაზე, გაყალბებულ არჩევნებზეა – თუ ეს არ იქნებოდა, ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა“, – განაცხადა კოალიცია ,,ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.