რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, – განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა მიმართვაში.

რომის პაპი ფრანცისკე მძიმე ორმხრივი პნევმონიით 14 თებერვალს გადაიყვანეს საავადმყოფოში,საიდანაც ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გამოწერეს. ვატიკანში, სააღდგომო მესას პაპი ფრანცისკე გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაუძღვა, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო.

ცნობისთვის,კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.