,,ცესკო რეალურად წუწუნებს, რომ მათი პოზიციის გარეშე საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია მოხდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას თავად ცესკო ახდენს – დიკრედიტაცია მან 26 ოქტომბერს მოახდინა, როცა “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩაცემენტება სცადა. დისკრედიტაციას ახდენს ყველა იმ უკანონო დაავადების შესრულებით, რასაც “ქართული ოცნებისგან“ იღებს, მათ შორის ეს ამ ქვეყანაში დამკვირვებლის ინსტიტუტის გაუქმებას ეხება, როცა კენჭისყრის შენობაში პირის იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდება. ამას ცესკო პერსონალური მონაცემების დაცვით ხსნის. როდიდან გახდა პირის იდენტიფიცირება და პერსონალური მონაცემების დამუშავება ერთი და იგივე რამ?! ამაზე “ძლიერმა საქართველომ“ სასამართლო მიმართა და ცესკოს თავის წერილში აღიარებს კიდევ, რომ დიახ, “ძლიერი საქართველოსთვის“ არგუმენტები გაიზიარეს.

პარტნიორები ხედავენ, რა არის რეალობა და მას ცესკო თვალში ნაცარს ვერ შეაყრის!“ -ამის შესახებ ,,ძლიერი საქართველოს” წევრმა,გიორგი სიორიძემ განაცხადა,რითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაგზავნილ ღია წერილს გამოემხაურა.