“პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ჩვენ კონცენტრირებული ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის რეფორმის განხორციელებაზე. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ „ქართული ოცნების“ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელებს აფათურებს. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ივანიშვილმა ის კი არ გამოაცხადა, რომ შეასრულებდა დანაპირებს, არამედ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება არის მისი ამოცანა. ამიტომაც, არავის გაუკვირდება, რომ ისინი ჩვენი პარტიის განადგურებას ცდილობენ. ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა გუნდმა შექმნა გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოსთვის. ამ იდეას ემსახურება ჩვენი პარტია.
როდესაც ეს სისტემა დაინერგება, ყველა ძირითად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავითვალისწინებთ მხარდამჭერების აზრს იმ მეთოდის საშუალებით, რაც შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით, დაწესება საწევრო და ამ გზით მხარდამჭერები დაეხმარებიან პარტიას. ისინი დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღებენ მონაწილეობას. სისტემის ჩაშვებას დასჭირდება რამდენიმე თვე“,-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა,გიორგი ბარამიძემ განაცხადა.