„დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს ვერცხლის წყლის თვისება, რომ ადვილად იშლებიან და ადვილად ერთდებიან. საბოლოოდ შედეგი ერთია – ისინი მათთვის სასურველ შედეგზე ვერ გადიან. ბევრი ფანჩატური, ერთობა, დაპირისპირება, გაურკვევლობა, თითქოს ერთმანეთში მტრობაც და დაპირისპირებაც ვიხილეთ – შედეგი რა არის? დღეს მათი უდიდესი ნაწილი ქუჩაში დგას, ელოდება, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ შედგეს, მაგრამ ქუჩაში მდგომი ხალხის რაოდენობაც დღითი დღე კლებულობს. ისინი ამას აბრალებენ, რომ ევროპიდან თანხა არ მოდის და ცოტაა აურზაურის დაფინანსებისათვის. არც უამისობაა, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ იქნა გრანტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოტანილი, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, აკონტროლოს რომ ის კეთილი მიზნებისთვის იყოს დაფინანსებული და არა მაედნებისა და რევოლუციების მოსაწყობად. მაგრამ მათ თანხაც რომ ჰქონდეთ შედეგზე ვერ გავლენ, მათ არ აქვთ მთავარი – საზოგადოების მხარდაჭერა.

ისინი შიგნით ხან ერთ ლიდერს ირჩევენ ხან – მეორეს. მერე ხან ერთმანეთს უპირისპირდებიან და თითქოს, საერთო ენას ვერ პოულობენ”, -ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატმა,დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.