„ჩვენ კვლავ ვრჩებით იმ აზრზე, რაც გავუზიარეთ, მათ შორის ეუთო-ს გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი შესაძლებლობას აძლევს სამთავრობო პროპაგანდას, რომ სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან ვიზიტი გამოყენებული იქნას მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. რა თქმა უნდა, ეს წუხილი ჩვენ, მათ შორის ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ იმიტომ, რომ ამაში დასამალი არაფერი არ არის და არავის სურს, არც ბატონ სინირლიოღლუს, რომ ინსტრუმენტალიზებული და გამოყენებული იყოს არალეგიტიმური, დე ფაქტო, რუსული რეჟიმის და მათი პროპაგანდის მიერ. ამიტომ, მერწმუნეთ, ხელისუფლების მხრიდან ეს მცდელობა ნამდვილად ჩავარდა და იყო სრულიად წარუმატებელი.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომლის ირგვლივაც კონსოლიდირებულია საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის ახალი საპარლამენტო დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციების შესრულებას, რისი პირობაც ქალბატონმა ბოჭორიშვილმა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დადო, თუმცა დაირღვევა, როგორც არაერთხელ დაურღვევიათ მის წინამორბედებს და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ განვიხილეთ მათი მდგომარეობა, მათი უკანონო პატიმრობა და გათავისუფლების აუცილებლობა. ეს გულისხმობს ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით იდევნება“, – ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ,თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ცნობისთვის,ეუთოს გენერალური მდივანი,ფერიდუნ სინირლიოღლუ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.