„ჩვენი პოზიცია ცალსახაა – საქართველო აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის – ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO უჭერს. ჩვენ ICAO-სთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. ეს ICAO-ს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე ეწინააღმდეგება “ოკუპაციის შესახებ“ კანონს.

როცა ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შემოწმება, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების შეფასება ვერ ხდება, ამას ICAO არ აღიარებს.

საუბარია რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზე, მაგრამ გვესმის, რომ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ჩვენი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არის ძალიან მკაფიო. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, მაგრამ ჩვენ მათზე გავლენის საშუალება არ გვექნება, ეს არის ობიექტური გარემოება. ეს არის ოკუპირებული და არაღიარებული ტერიტორია“.

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებზე დაწყების შესახებ.