,,ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს.

“დამნაშავეა ხალხი…”, “ინფექცია უნდა შევაჩეროთ…”

თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს “მონა” ან “ბიომასა” უნდა გვიწოდოს…

დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს.

რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი – არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“

 

შალვა პაპუაშვილი საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივ მომხსენებელ, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე,  რომ „საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია”.