„ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს “გამარჯვების დღეს” აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. 8 მაისს „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“ ვარქმევ, ხოლო 11 ნოემბერს „პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ჩვენთან ახლოსაც არავინ იყო ძალით, სიმამაცით ან სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ არასდროს არაფერს ვზეიმობთ – ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს! ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!“