„სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,რითაც რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის ფაქტს გამოემხაურა.

ცნობისთვის,2 მაისს რუსეთმა ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური შეტევა განახორციელეს,რის შედეგადაც 47 ადამიანი დაშავდა.