,,ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა, პოლიციამ კონკრეტულად ჟურნალისტები დასაჯა, მათ შორის უკანონო ძალის გამოყენებით, რათა ხელი შეეშალა მათთვის საპროტესტო აქციების გაშუქებაში.

ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მომიტინგეებს შეუერთდა, ამჟამად სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შორისაა.

მთელ რეგიონში სანდო ინფორმაციაზე წვდომა მცირდება, ხოლო დეზინფორმაცია სულ უფრო მეტად დომინირებს საზოგადოებრივ სივრცეში“, -ამის შესახებ ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშშია აღნიშნული,რომელიც მსოფლიო პრესის თავისუფლების მდგომარეობას ეხება.