„MEGOBARI აქტი“ უზარმაზარი ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულია. დარჩა კიდევ 2 საფეხური (კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა), რაც, როგორც წესი, სწრაფად მოსდევს პირველ და მთავარ კენჭისყრას.

„MEGOBARI აქტი“ აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება: 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს; მოქმედ მაღალჩინოსნებს; მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ; მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა“- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.