„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. [აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის,აშშ-ის საელჩომ 7 მაისს განცხადება გაავრცელა,რომლის თანახმად, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში-,,ისთ-ფოინთში”, ,,თბილისი მოლში” და ,,გალერია თბილისში” აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

მოგვიანებით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით,რომ შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.სუს-მა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს მოუწოდა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.