„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი- არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო ხანძარიაო. სამწუხაროა, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე მოხდა. ასეთ დროს, ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან და ეს კონტაქტები არსებობს. ძალიან დასანანი და გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. შევხედეთ საერთო ჯამში, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, რომ აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნირი, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ისტერია დათესონ, კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ ისტერიული და დეზინფორმაციული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს. გუშინ ვნახეთ მთელი პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია როგორ ცდილობდა საზოგადოება დაეზაფრა. არ იყო წინასწარი კომუნიკაცია, კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის კონსულტაცია. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ასე აღარ მოხდება“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რითაც 7 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოემხაურა თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში-,,თბილისი მოლში”, ,,ისთ-ფოინთში” და ,,გალერია თბილისში’ აფეთქების საფრთხის შესახებ.