„თუ იოტისოდენა საღი აზრი მაინც არსებობს, ინდოეთი გაჩერდება და თუ ისინი გაჩერდებიან, მაშინ ჩვენც იმავეს გავაკეთებთ. ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს, რომელიმე ერთი ქვეყნის ჰეგემონიის გარეშე,”-ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან,მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარში მან აღნიშნა,რომ ,,ახლა ბურთი ინდოეთის მოედანზეა”.

ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით, ქვეყნის ბირთვული არსენალის ზედამხედველობის ორგანოს ეროვნული სარდლობის სხდომა დაგეგმილი არ არის.