უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფიქრი კარგი ნიშანია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონფლიქტის დასრულებისკენ.

„კარგი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა.მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.