“ქოც-რუსული“ პროპაგანდა საქართველოსთან ბრძოლას არ წყვეტს. ის ცდილობს, ევროპა და ევროპული დროშები საქართველოში ანტიქართულ სიმბოლოდ გაასაღოს. გვიმტკიცებს, თითქოს თავისუფლება უცხოა, თითქოს ევროპული, ქრისტიანული იდენტობა მიუღებელი და მხოლოდ ხალხის ძარცვა, შიში და მონობაა ჩვენი „ტრადიცია”. ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! საქართველოსთვის, სადაც კანონი იცავს ხალხს და არა ივანიშვილის ბანდას; ოცნებები აღარ იმსხვრევა ემიგრაციის ბილეთებად და თავისუფლება, ღირსება, რწმენა და სამშობლო ერთმანეთს არ ებრძვის, არამედ ერთმანეთს ამაგრებს! ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის, ის არის გზა დაცულობისკენ, განვითარებისა და სიმშვიდისკენ. ეს არის ჩვენი მიზანი – ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ახლა ვეკითხები მათ, ვინც დღეს ცდილობს ქვეყანა გათიშოს, ხალხი დააშინოს და ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას: თქვენ რისთვის იბრძვით, გარდა ივანიშვილის და ხალხის ძარცვის უფლებისა? საქართველოსთვის რუსული ჭაობის გარდა, რა მომავალი გაქვთ შეთავაზებული?!”, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა,პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.