,,ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას, განაახლოს მოლაპარაებები, რომლებიც მათ 2022 წლის ბოლოს შეწყვიტეს და განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები. უფრო მეტიც, ხაზს ვუსვამ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ჩვენ ვთავაზობთ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მომავალ ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბულში, სადაც მოლაპარაკებები ადრე ჩატარდა და შეწყდა. როგორც ცნობილია, თურქმა კოლეგებმა არაერთხელ შესთავაე თავიანთი მომსახურება ასეთი მოლაპარაკების ორგანიზებისთვის და პრრეზიდენტმა ერდოღანმა ბევრი რამ გააკეთა მათი ორგანიზებისთვის.

ხვალ დაგეგმილი გვაქვს საუბარი თურქეთის პრეზიდენტთან ბატონ ერდოღანთან. მინდა, ვთხოვო მას, რომ თურქეთში მოლაპარაკებების ჩატარების ასეთი შესაძლებლობა მოგვცეს. იმედი მაქვს, რომ ის დაადასტურებს უკრაინაში მშვიდობის ძიებაში წვლილის შეტანის სურვილს.

ჩვენ უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებისკენ ვართ მიმართული. მათი მიზანია, კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის დამყარება.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება რამდენიმე ახალ ზავზე, ახალ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება. უფრო მეტიც, რეალური ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინული მხარეც დაიცავს, იქნებოდა პირველი ნაბიჯი გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისკენ და არა პროლოგი შეიარაღებული კონფლიქტის გაგრძელებისა და გადაიარაღებებისკენ.

ჩვენი წინადადება მაგიდაზეა. გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.