პუტინს ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ ჩავა სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის

„კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა 11 მაისს ღამის განცხადებაში თქვა, აქტუალური რჩება. „მართლაც, რუსეთის დელეგაცია უკრაინის დელეგაციას სტამბოლში ხუთშაბათს, 15 მაისს, ანუ ხვალ დაელოდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ კვირა საღამოს პუტინმა წამოაყენა შეთავაზება უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი დაადასტურა, რომ ის პუტინთან პირადად შესახვედრად თურქეთში გაემგზავრება.

კრემლმს ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებია  იმ პირთა ვინაობა თუ ვინ წარადგენს მოსკოვს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.

„არა, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ჩვენ ამას მაშინ გავაკეთებთ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამის მითითებებს მივიღებთ. ჯერჯერობით ასეთი მითითება არ ყოფილა“, – ციტირებს „ინტერფაქსი“ პესკოვის სიტყვებს.

მან ჟურნალისტების კითხვებს წინა დღეს ანალოგიურად უპასუხა.