„ძალიან მიხარია, რომ პარლამენტშიც დაინიცირდა მსგავსი შინაარსის პროექტი და აქაც არის ასახული ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისათვის და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ განაცხადა.