,,ის ფაქტი, რომ პუტინი არ ჩამოვიდა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, აჩვენებს, რომ პუტინი სერიოზულად არ აღიქვამს ამ შესაძლებლობას მშვიდობის მოსაძებნად და ხელახალი მოლაპარაკებების დასაწყებად.
ვფიქრობ, ეს უკრაინისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, სახეში დარტყმას ჰგავს. პუტინი ამ შესაძლებლობას ძალიან სერიოზულად არ აღიქვამს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ესტონეთის მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატოს სასაზღვრო სახელმწიფო ვართ, რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტეთ, რომ სამხედრო ძალებით მონაწილეობას მივიღებთ ნებაყოფლობით კოალიციაში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება.
დღეს ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნატომ აუცილებლად უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ამიტომ, ესტონეთმა უკვე გადაწყვიტა, რომ მომავალი წლიდან ჩვენი რეალური თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5.4%-მდე გაზარდოს,”-ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.