,,ზელენსკი საბრალო ადამიანია.თავდაპირველად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში პუტინის პირადად ჩასვლას ითხოვდა. რა საბრალო ადამიანია. ეს ყველამ იცის, შესაძლოა თავად მის გარდა და იმ ადამიანების გარდა, ვინც მას მართავს.უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ბერლინს, პარიზს, ბრიუსელს და განსაკუთრებით ლონდონს, უკრაინაში მშვიდობა არ სურს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,სერგეი ლავროვმა განაცხადა.